Belive

ბარსელონამ ასპილიკუეტას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სესარ ასპილიკუეტამ კარიერა, შესაძლოა, "ბარსელონაში" გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელმა ჟურნალისტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კატალონიელებმა 32 წლის მცველს 2-წლიანი ხელშეკრულება, 1 სეზონით გახანგრძლივების უფლებით შესთავაზეს. ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა "ბარსელონა" ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელოდება. ასპილიკუეტას "ჩელსისთან" მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. შეთანხმების შემთხვევაში, ესპანურ გუნდს სესარის დამატება უფასოდ შეეძლება. სესარ ასპილიკუეტა ლონდონელებს 2012 წელს შეუერთდა. ესპანელმა ყველა შესაძლო ტიტული: ჩემპიონთა ლიგაევროპა ლიგაპრემიერ ლიგაუეფას სუპერთასიფა თასიინგლისის ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. "ჩელსის" მაისურით გამოცდილ ფეხბურთელს 314 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი მან 9-ჯერ გამოიჩინა.  

სხვა სტატიები