Belive

ბარსელონამ და ატლეტიკომ, შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები გაცვალონ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონა'' და მადრიდის ,,ატლეტიკო'' ფეხბურთელების გაცვლაზე მოლაპარაკებებს მართავენ, ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ,,როხიბლანკოდან'' ,,ბარსელონაში'' შესაძლოა, საულ ნიგესი გადავიდეს, მადრიდული გუნდი კი ნახევარმცველის სანაცვლოდ ანტუან გრიზმანს მიიღებს. ბოლო პერიოდში საულის ,,ატლეტიკოდან'' შესაძლო წასვლაზე ხშირად იწერება. ესპანელის გადაბირებით ,,ლივერპული'' ინტერესდება, თუმცა ინგლისში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების მიუხედავად, სიმეონეს გუნდში ფეხბურთელის გაცვლას განიხილავენ. გრიზმანმა გასულ სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა. საულის ანგარიშზე კი ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტია.

სხვა სტატიები