Belive

ბარსელონამ და რეალმა ატლეტიკოს ჩემპიონობა მიულოცეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში, მადრიდის ,,ატლეტიკომ'' ,,ვალიადოლიდი'' სტუმრად 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ,,როხიბლანკოს'' ტიტულის მოგება უშუალო კონკურენტებმა - ,,რეალ მადრიდმა'' და კატალონიის ,,ბარსელონამ'' მიულოცეს:

,,ატლეტიკო, გილოცავთ საჩემპიონო ტიტულს, რომელიც დღეს მოიპოვეთ,'' - წერია ,,ბარსელონას'' ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

რაც შეეხება ,,რეალს'', ,,სამეფო გუნდმა'' ჩემპიონობა ,,როხიბლანკოს'' გულშემატკივრებსაც მიულოცა:
,,ვულოცავთ ატლეტიკოსა და გუნდის ქომაგებს ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მოგებას.''
 
 

სხვა სტატიები