Belive

ბარსელონამ დე ლიხტი შესაძლოა ამ კვირაშივე შეიძინოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის "აიაქსის" კაპიტნისა და ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის "ბარსელონაში" ტრანსფერი შესაძლოა სულ მალე დასრულდეს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" დე ლიხტთან მოლაპარაკებებში სხვა კლუბებს შორის ლიდერია. "ბლაუგრანას" 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის გაოფიციალურება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე, "აიაქსსა" და "იუვენტუსს" შორის გასამართ მატჩამდე სურს. "ბარსელონამ" ამსტერდამულ კლუბსა და თავად ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს ოფიციალური შეთავაზება მარტში გაუკეთა. სატრანსფერო თანხა, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს, უფრო ნაკლებია, ვიდრე ფრენკი დე იონგის შემთხვევაში, თუმცა კონტრაქტის პირობები მსგავსია. "აიაქსი" ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა, როგორც ამსტერდამში აცხადებენ, "ბარსელონაში" გადასვლა თუ თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება, ხელს არ შეუშლიან. მატიას დე ლიხტი "აიაქსის" სკოლის აღზრდილია. მან ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები