Belive

ბარსელონამ გრიზმანის ხელფასი დაასახელა - ნაკლები ვიდრე ატლეტიკოში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" ანტუან გრიზმანის შეძენის შემთხვევაში ხელფასის სახით წელიწადში 17 მილიონ ევროს შესთავაზებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ეკიპი" ავრცელებს. 28 წლის შემტევის ანაზღაურება მადრიდულ კლუბში 21 მილიონი იყო, მაგრამ თუ შეთავაზებული 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გაცილებით მეტ ბონუსებს აიღებს. გრიზმანმა "ატლეტიკოს დატოვება ოფიციალურად დაადასტურა. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1 ივლისიდან 120 მილიონადაა შესაძლებელი. "ბარსელონა" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა. იმისათვის, რათა ფინანსური ფეარ-პლეი გუნდმა არ დაარღვიოს, "ბლაუგრანას" რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ გრიზმანს როგორც “ატლეტიკოს,” ასევე “რეალ სოსიედადის” შემადგენლობაში, “ბარსელონას” წინააღმდეგ 26 მატჩი აქვს ჩატარებული (4 მოგება, 6 ფრე, 16 მარცხი), სადაც მან 6 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

ასევე იხილეთ: ბარსელონამ გრიზმანისთვის უზარმაზარი თანხა გამოჰყო

სხვა სტატიები