Belive

ბარსელონამ გრიზმანისთვის უზარმაზარი თანხა გამოჰყო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი ფაქტობრივად ამჟამინდელი კლუბიდან წამოსულია, მან გამოსამშვიდობებელი სიტყვითაც მიმართა, როგორც კლუბს ასევე ქომაგებს. კატალონიის "ბარსელონა" მადრიდულ კლუბთან მოლაპარაკებებს იწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც "SkySports" ციტირებს "ბლაუგრანას" მესვეურები მზად არიან ანტუან გრიზმანის სანაცვლოდ მადრიდის "ატლეტიკოს" 125 მილიონი ევრო შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ გრიზმანს როგორც "ატლეტიკოს," ასევე "რეალ სოსიედადის" შემადგენლობაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ 26 მატჩი აქვს ჩატარებული (4 მოგება, 6 ფრე, 16 მარცხი), სადაც მან 6 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები