Belive

ბარსელონამ გუნდის ოთხ საკვანძო ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, კლუბმა გუნდის წამყვან ფეხბურთელებს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც კატალონიელებმა ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" - 5:1 აჯობეს, "ბლაუგრანას" პრესსამსახურმა გუნდის მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენის, მცველების ჟერარდ პიკეს და კლემენ ლენგლეს და ნახევარმცველის ფრენკი დე იონგისთვის გახანგრძლივებული კონტრაქტების შესახებ გამოაცხადა.

"ბლაუგრანას" ფეხბურთელებთან დადებული ახალი კონტრაქტის პირობები შემდეგნაირია

  • ჟერარდ პიკე: 2024 წლის 20 ივნისამდე, გახანგრძლივების პერსპექტივით, გამოსასყიდი თანხა - 500 მილიონი ევრო
  • მარკ ანდრე ტერ-შტეგენი: 2025 წლის 30 ივნისამდე, გამოსასყიდი თანხა - 500 მლნ ევრო
  • კლემენ ლენგლე: 2026 წლის 30 ივნისამდე, გამოსასყიდი თანხა - 300 მილიონი ევრო
  • ფრენკი დე იონგი: 2026 წლის ზაფხულამდე, გამოსასყიდი თანხა - 400 მილიონ ევრო

სხვა სტატიები