Belive

ბარსელონამ ლუის სუარესის შემცვლელი იყიდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" საბოლოოდ ლუის სუარესის შემცვლელი დაიმატა. ინფორმაცია, რომელსაც ესპანური პრესა ბოლო პერიოდში აქტიურად ავრცელებდა, კატალონიური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. მარტინ კრისტენსენ ბრაითვეითი "ბარსამ" ლეგანესიდან 18 მილიონ ევროდ იყიდა და მას 2024 წლის 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტი გაუფორმა. 28 წლის ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება. დანიელი ფეხბურთელი, რომელიც წარსულში "მიდლსბროში", "ბორდოში", "ტულუზასა" და "ესბიერგში" თამაშობდა მიმდინარე სეზონში მოედანზე 27-ჯერ გავიდა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები