Belive

ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერისთვის 100 მილიონი გამოყო

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერისთვის - მარკუს რეშფორდისთვის 100 მილიონი გამოყო. ამის შესახებ thesun.co.uk-ი იუწყება. როგორც thesun.co.uk-ი იუწყება, ესპანელები სერიოზულად დაინტერესდნენ 21 წლის ინგლისელით, რომელიც კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. მარკუს რეშფორდს "მანჩესტერთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს და ჯერ-ჯერობით მას ახალი კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა - ხოსეპ ბართომეუმ ამ ფაქტზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მარკუს რეშფორდი ძალიან კარგი და დიდი ტალანტია, მას 2020 წელს კონტრაქტი უმთავრდება საკუთარ კლუბთან. ჩვენი ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ ახალგაზრდა ინგლისელს უარი ვათქმევინოთ ახალ კონტრაქტზე და ჩვენს კლუბში გადმოვიდეს."

სხვა სტატიები