Belive

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა - სუარესი ატლეტიკოში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის სუარესის ბრწყინვალე კატალონიური კარიერა სრულდება. გამოცდილი თავდამსხმელი "ბარსელონას" ტოვებს. 33 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის შესახებ მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, ახლა კი "ბლაუგრანა" სუარესის "ატლეტიკოში" ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. ცნობილია, რომ მადრიდელები ლუისის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს იხდიან.

შეგახსენებთ, რომ სუარესი "ბარსელონას" 2014 წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა. ამ დროში ლუისმა 283 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 198 ბურთი და დააგროვა 109 საგოლე გადაცემა. ურუგვაელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის (4), ესპანეთის თასის (4), ესპანეთის სუპერთასისა (2) და უეფას სუპერთასის ტიტულის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები