Belive

ბარსელონამ პიანიჩი ფაქტობრივად გაინაღდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი კვლავ ბურუსით მოცული საკითხია, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურდებიან. მსოფლიო სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში კატალონიური კლუბის ახალი სატრანსფერო შეთანხმება მოექცა. "ბარსელონას" შემადგენლობას მირალემ პიანიჩი გააძლიერებს. ბოსნიელი ფეხბურთელის მომავალს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, თუმცა როგორც საბოლოოდ გამოირკვა, ის ესპანურ გრანდში ითამაშებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ყველანაირი სატრანსფერო დეტალი შეთანხმებულია.

როგორც ირკვევა ესპანური გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ 73 მილიონ დოლარს გადაიხდის, რაც 30 წლის ფეხბურთელის შესაძენად საკმაოდ სოლიდური თანხაა. 30 წლის ბოსნიელისათვის "ბარსელონა" რიგით მე-5 კლუბი იქნება - აქამდე მან "მეცის", "ლიონის", "რომასა" და "იუვენტუსის" ღირსება დაიცვა. ტურინელთა რიგებში პიანიჩმა 171 შეხვედრა ჩაატარა, რა პერიოდშიც 22 გოლის გატანასთან ერთად, 36 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

სხვა სტატიები