Belive

ბარსელონამ შესაძლოა ვეტერანი ფეხბურთელი დაიმატოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონა" უცნაურ და სენსაციურ ტრანსფერს უმიზნებს.  "ბლაუგრანამ" შესაძლოა 34 წლის სერბი მცველი, ბრანისლავ ივანოვიჩი დაიმატოს. ბოლო პერიოდში ესპანურ გრანდს დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, რომლებიც სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმაელენის ტრავმებით არის გამოწვეული. სერბეთის ნაკრების კაპიტანი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ "ბარსელონას" მისი შეძენა იანვარში კიდევ უფრო იაფად შეეძლება. ივანოვიჩი ამჟამად "ზენიტის" ღირსებას იცავს, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები ლონდონის "ჩელსიში" გაატარა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" დაცვის გაძლიერება კიდევ ორი მცველით სურს. მთავარი კანდიდატები ჰოლანდიელი მატიას დე ლიჰტი და ბელგიელი ტობი ალდერვაირელდი არიან.

სხვა სტატიები