Belive

ბარსელონამ სილესენის გამოსასყიდი თანხა დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიურმა გრანდმა სილესენის გამოსასყიდი თანხა დაასახელა. გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ჰოლანდიელი კიპერი სათამაშო დროის სიმცირის გამო კლუბს ტოვებს . "ბარსელონას" რიგებში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში, სილესენმა ლა ლიგის მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, სილესენმა "ბენფიკაში" გადასვლაზე უკვე განაცხადა თანხმობა. გარიგების დასასრულებლად მხოლოდ სატრანსფერო თანხის შეთანხმებაა საჭირო. "ბენფიკას" წარმომადგენლები მეკარის გაფორმებას 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ცდილობენ, მაგრამ კატალონიელებს სილესენის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს მიღება სურთ.

სხვა სტატიები