Belive

ბარსელონამ სუარესის შემცვლელები შეარჩია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
El Mundo Deportivo იუწყება, რომ "ბარსელონა" ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს. ვინაიდან ურუგვაელ ცენტრალურ თავდამსხმელს ასაკი ემატება, კატალონიურ გრანდში ამ პოზიციაზე ღირსეული შემცვლელის მოძიებაზე ფიქრობენ. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის მმართველებს, უკვე 5 ფორვარდი ყავთ შერჩეული. იმ შემთხვევაში, თუ "აიაქსის" და "ლივერპულის" ყოფილი გოლეადორი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნდება და მიმდინარე სეზონში თავს სტაბილურად გამოავლენს, ახალი 9 ნომრის დამატების საკითხი 2 წლით გადაიწევს, თუმცა "ბარსაში" სავარაუდო გვარებმა უკვე გაიჟღერა. ლურჯ-ბროწეულისფერი 9-ნომრიანი მაისური უახლოეს მომავალში შესაძლოა კილიან მბაპემ, რობერტო ფირმინომ, ჰარი კეინმა, მარკუს რაშფორდმა ან ლაუტარო მარტინესმა მოირგონ. სუარესი "ბარსელონაში" 2014 წელს გადაბარგდა და მას მერე ჩატარებულ 225 შეხვედრაში 183 გოლი გაიტანა. 32 წლის ფეხბურთელმა ესპანეთში არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ტრიპლეტი 2015 წელს.

სხვა სტატიები