Belive

ბარსელონამ ვულვზიდან ადამა ტრაორე ინათხოვრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ვულვზის'' შემტევი, ადამა ტრაორე მიმდინარე სეზონის ბოლომდე ,,ბარსელონაში'' ითამაშებს. ინფორმაციას კატალონიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება და ასეთ შემთხვევაში 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ ,,ბლაუგრანა'' 26 წლის ესპანელს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა. ტრაორე ,,ბარსელონაში'' 2013-2015 წლებში თამაშობდა, სადაც ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 4 მატჩში 1 გოლიც აქვს გატანილი.


სხვა სტატიები