Belive

ბარსელონას 12 წლამდე გოგონათა გუნდის დაუჯერებელი შედეგი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლა მასია" - ადგილი, სადაც "ბარსელონას" ისეთი ტალანტები აღიზარდნენ, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ხავი, ანდრეს ინიესტა და სხვები. "ლა მასიაში" გოგონათა გუნდიცაა, რომელიც ბიჭების მსგავსად ივსება და თაობებს ზრდის. "ბარსელონას" 12 წლამდე გოგონათა გუნდი ბიჭების ამავე ასაკობრივ ტურნირზე გამოვიდა. მათ საოცარი შედეგი დააფიქსირეს. გოგონებმა ბიჭების ლიგაში ლიდერობა არავის დაუთმეს და დომინირებდნენ. გოგონებმა 14 ქულით აჯობეს თანატოლ ბიჭებს. სეზონის განმავლობაში გოგონებმა 100%-იანი შედეგი დააფიქსირეს. 30 მატჩში 30 მოგება. სეზონის განმავლობაში 329 ბურთის გატანა შეძლეს. გუნდის ლიდერმა, სელია სეგურამ 121 ბურთის გაიტანა, რაც თითქმის ორჯერ მეტია მის მდევარზე. "ბარსელონას" ქალთა გუნდის წევრმა, მარია ტეიშიდორმა აღნიშნა, რომ გოგონების თამაში გაუმჯობესებულია და ისინი საოცრად გრძნობენ ბურთს.
"მე არ მესმის თუ რატომ არ შეიძლება ამ ასაკში ბიჭებზე უკეთ გოგონები თამაშობდნენ. არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს მოსაზრებას ბიჭების უკეთესი ფეხბურთელობის შესახებ" - განაცხადა ტეიშიდორმა.

სხვა სტატიები