Belive

ბარსელონას 2 არჩევანი - ვინ არის პრიორიტეტი კლუბისთვის?

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
როგორც კლუბის და ესპანური მედიის წარმომადგენლები გვარწმუნებენ, "ბარსელონაში" მიდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არაერთი ცვლილება იქნება. კატალონიურ კლუბს განსაკუთრებით თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს, სადაც გუნდს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, ეს ხელმძღვანელობის სასურველი ლაუტარო მარტინესი და რონალდ კუმანის სასურველი მემფის დეპაი არიან. როგორც Marca წერს, პრიორიტეტი არგენტინელ ფორვარდია, ვინაიდან ის ლიონელ მესის მარტივად გაუგებს. 23 წლის თავდამსხმელის შესახებ მოლაპარაკება პირველ ეტაპზე ჩიხში შევიდა, თუმცა "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ ბართომეუს ქვეშევრდომები და მილანის "ინტერის" წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდნენ. შესაძლოა ისე მოხდეს, რომ "ბლაუგრანამ" ორივე ფეხბურთელი დაიმატოს, ვინაიდან ახალ თავკაცს გუნდში თანამემამულის ხილვა სურს, თუმცა ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თუ ესპანეთის ექს-ჩემპიონი არჩევანის წინაშე დადგება, გუნდი იტალიურ კლუბთან წარმატების მიღწევას ამჯობინებს. მარტინესი "ნერაძურიში" 2018 წლის ზაფხულში მშობლიური "რასინგიდან" 25 მილიონ ევროდ გადაბარგდა და 84 მატჩში 30 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, 26 წლის შემტევი "ლიონში" 2017 წლის ზამთარში 16 მილიონად წავიდა და მისი მონაგარი 138 შეხვედრაში 54 გოლი და 43 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები