Belive

ბარსელონას ახალწვეული 7 წლის წინ მესის ფეხის მოტეხვით ემუქრებოდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ახალწვეულმა, ჟუნიორ ფირპომ 7 წლის წინ საკუთარ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ისაუბრა. 23 წლის ფეხბურთელი 2012 წელს მესის ფეხის მოტეხვით ემუქრებოდა.
"იმედი მაქვს, ის ვირთხა მესი ტრავმას მიიღებს, მოკვდება და გოლების გატანას შეწყვეტს, ჰა-ჰა-ჰა" - წერს 2012 წელს ფირპო.
თავად ფეხბურთელმა ეს ყველაფერი განმარტა.
"ეს ისეთი რამეა, რაზეც ყურადღების მიქცევა არ ღირს. ამის ახსნა უპრობლემოდ შემიძლია. იმ დროს ჩემი საუკეთესო მეგობარი ბარსელონადან იყო და ის მესის ფანიც იყო, იმიტომ რომ ლეო მსოფლიოში საუკეთესოა, ეს ეჭვგარეშეა. ამიტომ, მის გასაღიზიანებლად მესიზე Twitter-ზე ცუდ რაღაცებს ვწერდი. ეს ბავშვური გამოხტომები იყო. ახლა მესის ყოველ დღე ვხედავ. მას ბოდიში მოვუხადე" - განაცხადა ფირპომ.
შეგახსენებთ, რომ ჟუნიორ ფირპო "ბარსელონამ" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში "ბეტისიდან" შეიძინა.

სხვა სტატიები