Belive

ბარსელონას ამომავალი ვარსკვლავი ტოვებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 წლის ჰოლანდიელმა ტალანტმა, ხავი სიმონსმა, "ლა მასიაში" 8 წლის გატარების შემდეგ, "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა. "ბლაუგრანასა" და მის გულშემატკივრებს ამომავალი ვარსკვლავი სოციალურ ქსელის მეშვეობით გამოემშვიდობა.
"ჩემს ნაწილს ბარსელონაში ვტოვებ, ნაწილი კი თან მიმაქვს. დღეს ძალიან რთული დღე მაქვს, რადგან დამშვიდობება ცხოვრებაში ერთ-ერთი ურთულესი რამაა და ახლა ჩემი ჯერია დავემშვიდობო იმას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იყო ჩემი სახლი, ოჯახი და ჩემი ცხოვრება. ახდენილი ოცნება იყო, როდესაც 9 წლის, ბარსელონას 8-წლამდელთა გუნდის მაისური მოვირგე. წლების განმავლობაში გამოვცადე როგორც გამარჯვებები, ასევე მარცხი. ვეცემოდი და წამოდგომას კვლავ ვახერხებდი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩემი თანაგუნდელები, მწვრთნელბი და მთელი სამწვრთნელო შტაბი ყოველდღე ჩემს მხარეს იყო. ჯერ მხოლოდ 16 წლის ვარ, მაგრამ ბარსელონას ათასობით გულშემატკივრის მხარდაჭერას უკვე ვგრძნობ. მათ უნდოდათ, რომ დავრჩენილიყავი. მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ერთად გატარებულ დროს არასდროს დავივიწყებ. ეს კლუბი, ეს თანამშრომლები და გულშემატკივრები ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ" - განაცხადა 16 წლის ხავი სიმონსმა.

სხვა სტატიები