Belive

ბარსელონას ჩელსის ლიდერის საკუთარ რიგებში ხილვა სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" "ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველის, ნგოლო კანტეს შეძენით დაინტერესდა. "ბლაუგრანამ" "არისტოკრატების" 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზება გააკეთა. კანტე კატალონიელთა ლიდერის, სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად მოიაზრება. ესპანელი უკვე 30 წლის არის და ნელ-ნელა გუნდმა მის შემცვლელზე უნდა იფიქროს. 27 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ კანტე "ჩელსიში" "ლესტერიდან" გადავიდა. მისი კარიერა კი 2012 წელს სამშობლოში, "ბულონში" დაიწყო. 2013 წელს "კაენში" გადავიდა. კანტე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო.

სხვა სტატიები