Belive

ბარსელონას ერთ-ერთი ვარსკვლავი დატოვებს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფელიპე კოუტინიო ამჟამად კოპა ამერიკისათვის ეზმადება, თუმცა მან ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ არის. "კარგი სეზონი ნამდვილად არ მქონია, ჩემი თამაში ნამდვილად არ ყოფილა ისეთი, როგორის მოლოდინიც მე და ჩემს გულშემატკივრებს გვქონდა, გამოსწორების ერთადერთი საშუალება კი თავდაუზოგავი შრომაა, მე კი ახლა ამ ყველაფერს ნამდვილად ვაკეთებ", - ციტირებს კოუტინიოს ესპანური მედიაგამოცემა Marca. ასევე დიდი გამოხმარება მოჰყვა კოუტინიოს "ბარსელონადან" წასვლის შესაძლებლობას, რომელთან დაკავშირებითაც თავად ბრაზილიელმა კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. კოუტინიო "ბარსას" ამჟამინდელ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდესთან კარგი ურთიერთობით არ გამოირჩეოდა, გავრცელებული ხმების თანახმად წლის ბოლო კლუბი ან ვალვერდეს ან კოუტინიოს უნდა დაეტოვებინა, "ბარსას" მესვეურებმა კი ვალვერდეს კიდევ ერთ წლიანი შანსი მისცეს, რაც კლუბის ქომაგების დიდი აგრესიის მიზეზიც გამოდგა. ამრიგად კოუტინიო ახალი გუნდის ძიებაშია და ეს უპირველესად მის ინტერესებში შედის. შეგახსენებთ, ფელიპე კოუტინიომ კატალონიელთა რიგებში 76 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 21 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები