Belive

ბარსელონას გადაწყვეტილება მიღებული აქვს - უმტიტის იტალიაში იწვევენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ გუნდის ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაანათხოვროს. ესპანური პრესა წერს, რომ ფრანგ ფეხბურთელს იტალიაში გადასვლის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონის დამატებით "ლაციო", "რომა", და "ნაპოლი" არიან დაინტერესებული. ცოტა ხნით ადრე, 26 წლის ფეხბურთელმა კლუბში არსებულ სიტუაციაზე თავად ისაუბრა და თქვა, რომ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. უმტიტი "ბლაუგრანაში" 2016 წელს, "ლიონიდან", 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა გამუდმებულმა ტრავმებმა მას ძირითად შემადგენლობაში სრულფასოვნად დამკვიდრების შესაძლებლობა არ მისცა.

სხვა სტატიები