Belive

ბარსელონას გულშემატკივრები გუნდს ლიგიდან გამოვარდნას ვერ პატიობენ?!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის ბოლოს წინა ტურის მატჩები, სადაც "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. "ბარსელონას" ფეხბურთელებს ნახევარი სტადიონის წინაშე მოუწია "ხეტაფესთან" თამაში. ნოუ კამპზე  99 354 ეტევა, თუმცა დღევანდელ მატჩს მხოლოდ 57 088 ადამიანი დაესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე ‭42 266‬ ადგილი თავისუფალი იყო.  საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომ არ მივიდა ხალხი სტადიონზე და ჩნდება კითხვები: გულშემატკივრებს "ბარსელონას" უსუსური თამაშის შემდეგ (ლივერპული 4:0 ბარსელონა) გული აუცრუვდათ?! თუმცა შეიძლება დავუშვათ ის ფაქტიც, რომ ლა ლიგაში ყველაფერი გადაწყვეტილია, "ბარსელონა" ჩემპიონია და უმოტივაციო მატჩის გამო ხალხი სტადიონზე არ მივიდა, თუმცა თითქმის დაუჯერებელია ის ფაქტი, რომ უმოტივაციობის გამო "ბარსელონას" თამაშს არ ესწრებიან.

სხვა სტატიები