Belive

ბარსელონას გულშემატკივრებმა მარცხში მესი დაადანაშაულეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის აეროპორტში ლიონელ მესისა და "ბარსელონას" რამდენიმე გულშემატკივარს შორის შელაპარაკება მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა მუნდო დეპორტივომ გაავრცელა. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" რამდემინე ქომაგმა საპასუხო მატჩში განადგურებაზე პასუხისმგებლობა არგენტინელს დააკისრა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აეროპორტში "ბარსელონას" გულშემატკივართა მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა, რომლებმაც არგენტინელს დაუჭირეს მხარი და აპლოდისმენტებით შეეგებნენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და "ბარსელონა" 4:0 გაანადგურა. "ლივერპულის" მეტოქე დღეს გაირკვევა. 23:00 საათზე "აიაქსი" "ტოტენჰემს" მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში ამსტერდამელებმა სტუმრად 0:1 მოიგეს.

სხვა სტატიები