Belive

ბარსელონას გუნდიდან 5 ფეხბურთელის გაშვება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელს, ხავის, ამერიკულ ტურნეში ხუთი ფეხბურთელი - მარტინ ბრაიტვეიტი, ოსკარ მინგესა, სამუელ უმტიტი, რიკი პუჩი და ნეტო არ მიჰყავს. როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, კატალონიურ გუნდს ხუთივე ფეხბურთელის გაშვება აქვს გადაწყვეტილი. ,,ბლაუგრანას'' განაცხადში მოხვდა ფრენკი დე იონგი, რომელზეც არაერთხელ დაიწერა, რომ მისი გადაბირებით ,,მანჩესტერ იუნაიტედი'' ინტერესდებოდა. ,,ბარსელონა'' ამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრას 20 ივლისს, ,,ინტერ მაიამის'' წინააღმდეგ გამართავს. ხავის გუნდი 24-ში მადრიდის ,,რეალს'' შეხვდება, 27-ში ტურინის ,,იუვენტუსს'', 31-ში კი ,,ნიუ იორკ რედ ბულსს''.


სხვა სტატიები