Belive

ბარსელონას ისტორიაში პირველად...

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლა ლიგის" მე-12 ტურის შეხვედრაში "ბარსელონამ" "ნოუ კამპ"-ზე "ბეტისს" უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა და აღნიშნული დაზიანების შემდეგ ეს მისი პირველი მატჩი იყო. ამ დუბლით ის ბომბარდირთა დავაშიც გალიდერდა, თუმცა ამან "ბლაუგრანას" ვერ უშველა და გუნდმა ქულის აღება საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა. "ბარსელონას" ისტორიაში პირველად, კატალონიელებმა წააგეს ის მატჩი, რომელშიც ლიონელ მესიმ ორი ან მეტი ბურთი გაიტანა. აქამდე ყოველთვის თუ მესის ორი ან მეტი გაჰქონდა, "ბარსა" ან იგებდა, ან არ აგებდა. ახლა კი პირველად დამარცხდა.

სხვა სტატიები