Belive

ბარსელონას ხელმძღვანელები ჩავის შეხვდნენ - კატალონიელები მწვრთნელის შეცვლას განიხილავენ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანურ მედიაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი და აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ, რათა კლუბის ლეგენდარულ კაპიტან ჩავი ერნანდესთან საქმიანი შეხვედრა გამართონ. კატალონიურ გრანდში ერნესტო ვალვერდეს წყალი შეუდგა და მისი თანამდებობაზე დარჩენის საკითხი საეჭვოა, განსაკუთრებით ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ატლეტიკოსთან" (2:3) მარცხის შემდეგ. ამრიგად, "ბარსა" ახალი მწვრთნელის ძიების პროცესშია და პირველ ვარიანტად სწორედ კლუბის ფილოსოფიის მქონე ყოფილ ნახევარმცველს მიიჩნევს, რომელიც ამჟამად ყატარული "ალ სადის" მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასი განახლებული ფორმატით საუდის არაბეთში ტარდებოდა, ტერიტორიულმა სიახლოვემ შეხვედრას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. ესპანური რადიო RAC 1-ის ეთერში, გაჟღერდა ვერსია, რომ ჩავის დანიშვნის მომხრენი, მისი ყოფილი თანაგუნდელები ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟერარდ პიკე არიან, რომელთან ერთადაც ჩავი პეპ გვარდიოლას ლეგენდარული "ტიკი-ტაკას" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. "ბლაუგრანას" ტრადიციული სათამაშო სტილის აღდგენა და ტიტულებისთვის კვლავინდებურად ბრძოლა სურს, რის გამოც არჩევანს ჩავიზე აჩერებენ.

სხვა სტატიები