Belive

ბარსელონას ხელმძღვანელობაში ცვლილებებია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიურმა გამოცემებმა გაავრცელეს. Sport-ის ცნობით, მესტრეს გადადგომას ორი მიზეზი აქვს. კლუბის სპორტულ მიმართულებასთან პრინციპული დაპირისპირება და პირადი მიზეზები. ესპანელი ექსპერტების აზრით, მესტრეს გადადგომა დირექტორთა საბჭოში კრიზისს გამოიწვევს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია და გუნდის ფორმირება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჟორდი მესტრეფრენკი დე იონგის პრეზენტაციას უნდა დასწრებოდა. შესაბამისად, მისი გადადგომა დიდი მოულოდნელობა იყო.

სხვა სტატიები