Belive

ბარსელონას ლაზარეთში მატებაა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფელიპე კოუტინიო სამ კვირას გამოტოვებს. კოუტინიოს მარცხენა მუხლის მყესების დაზიანება აქვს, რომელიც "ინტერთან" მატჩში მიიღო. ბრაზილიელი ნახევარმცველი უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს. "ბარსელონა" კვირას "ბეტისს" დაუპირისპირდება. შემდგომ მას ურუვაისა და კამერუნის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩების გამოტოვებაც მოუწევს, რომელიც 16 და 20 ნოემბერს გაიმართება. 24 ნოემბერს კი მადრიდის "ატლეტიკოსთან" საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს გარდა, ტრავმირებულები ლიონელ მესი და სამუელ უმტიტი არიან. "ბარსელონა" მიმდინარე სეზონში მუდმივად დანაკლისით თამაშობს.

სხვა სტატიები