Belive

მესიმ და პიკემ პოგბას შეძენა მოითხოვეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ლიდერები, ლიონელ მესი და ხერარდ პიკე, პოგბას ტრანსფერს ითხოვენ. საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერი, პოლ პოგბა ინგლისში თავს არც  ისე კომფორტუკად გრძნობს. ფრანგს დაძაბული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელთან. პოგბას ტრანსფერზე "ბარსელონას" ფრანგი ფეხბურთელებიც მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუელ უმტიტი და ოსმან დემბელე თავიანთ თანამემამულეს არწმუნებენ, რომ ესპანეთში გადაბარგდეს. თუ გავითვალისწინებთ ლიონელ მესის ავტორიტეტს და იმას, რომ არგენტინელის მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სრულდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოლ პოგბა მომავალ სეზონში "ნოუ კამპზე" ითამაშებს.

სხვა სტატიები