Belive

ბარსელონას ლიდერი MLS-ში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა, შესაძლოა, კარიერა ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი მადრიდული გამოცემა,  Marca ავრცელებს. მადრიდული წყაროს ცნობით, ბუსკეტსს ეს ჩემპიონატი მოსწონს და ის კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას სწორედ ჩრდილოეთ ამერიკაში განიხილავს. 30 წლის ფეხბურთელის აზრით, მის ასაკში მომავალზე ფიქრი უკვე შეიძლება. სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონას" ღირსებას 2008 წლიდან იცავს. ესპანურ გრანდში ის შეუცვლელი ფიგურაა. ამ დროის განმავლობაში, ბუსკეტსმა კატალონიელთა მაისური 529-ჯერ მოირგო და 13 ბურთი გაიტანა. სერხიო ბუსკეტსის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 47 მატჩი და 2 საგოლე გადაცემაა. მისი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

სხვა სტატიები