Belive

ბარსელონას მეოთხე ფეხბურთელი: სერხი რობერტოს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" განაპირა მცველს სერხი რობერტოს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კატალონიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ესპანელ მარჯვენა ფლანგელს COVID19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, თუმცა "ბლაუგრანას" სხვა წევრები გავრცელების რისკის ქვეშ არ დგანან, ვინაიდან 28 წლის ფეხბურთელს მთავარ გუნდთა ერთად საკმაო პერიოდია არ უვარჯიშია. რობერტომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" - 0:1 წაგებულ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი სავარაუდოდ 8 კვირას გამოტოვებს. რობერტო ესპანური გრანდის მეოთხე ფეხბურთელია, აქამდე პანდემია ჟან-კლერ ტოდიბოს, სამუელ უმტიტის და მირალენ პანიჩს შეეხოთ. "ბარსას" ვიცე-კაპიტანმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 შეხვედრის ჩატარება და ლა ლიგაში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები