ბარსელონას მხოლოდ სამი ფეხბურთელია გაყიდვისგან დაზღვეული

კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ გუნდს შეექმნა ფინანსური პრობლემები. გამონაკლისი არც “ბარსელონაა.” გუნდში სერიოზული ფინანსური კრიზისია და არ არის გამორიცხული, რომ კლუბი რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვოს.

ბართომეუს განცხადებით, მხოლოდ 3 ფეხბურთელი არის ხელშეუხებელი.

“კორონავირუსის გამო წავაწყდით ფინანსურ პრობლემებს. ჩვენ ყოველ ზაფხულს დიდ თანხებს ვხარჯავდით, ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტრანსფერებზე. გუნდი შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს, მაგრამ ესენი არ იქნებიან მესი, ტერ შტეგენი და დე იონგი. ისინი ხელშეუხებელნი არიან.” – განაცხადა “ბარსელონას” პრეზიდენტმა

კორონავირუსამდე კატალონიელებს ლაუტარო მარტინეზის შეძენა სურდათ. ასევე განიხილებოდა ნეიმარის დაბრუნება, მაგრამ ახლა ყველაფერი ბურუსით არის მოცული.

ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევრო გახლავთ. “ინტერის” მესვეურები არ აპირებენ, რომ ხსენებული ფასი შეამცირონ. აქედან გამომდინარე “ბარსელონასთვის” არგენტინელის შეძენა ამ პირობებში, ფაქტიურად შეუძლებელია.

რაც შეეხება ნეიმარს, სხვადასხვა ინტერვიუებიდან ვიგებთ, რომ ბრაზილიელს ძალიან სურს კატალონიაში დაბრუნება, მაგრამ ეს საკითხიც ბურუსით არის მოცული.

(95)

ბარსელონას მხოლოდ სამი ფეხბურთელია გაყიდვისგან დაზღვეული

სტატიის ავტორი
-