ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ვიდეო რეფერის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს

ვიდეო რეფერიმ(VAR) შესაძლოა სისტემური პრობლემები გამოიწვიოს ფეხბურთის მატჩებზე – ამბობს “ბარსელონას” თავკაცი.

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე სკეპტიკურად უყურებს ვიდეო რეფერის სისტემის დანგერვას. ერნესტო ფიქრობს, რომ სამომავლო პერსპექტივაში ფეხბურთს პრობლემები შეექმნება.

ბოლო პერიოდში ვიდეო რეფერის ჩართულობა მატჩებში პროგრესულად მიმდინარეობს. მათ შორის, ივნისსა და ივლისში გამართულ მსოფლიო თასის ფინალში.

ტესტირება ლა ლიგის ამ სეზონში დაიწყო,მაგრამ  შორეულ პერსპექტივაში ბარსელონას თავკაცი, მაინც სიფრთხილით უყურებს ამ ამბავს.

“ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ერნესტო ვალვერდე ამბობს: “ვიდეო რეფერი და ტექნოლოგიები იმისთვის ინერგება, რომ საპენალტო ზონაში სამართლიან გადაწყვეტილებაში დაგვეხმაროს”.

ყოფილილი ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” მოსვლამდე ესპანურ კლუბ “ატლეტიკო ბილბაოს” წვრთნიდა.

ერნესტო 2017-18 წლის სეზონში მოვიდა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად, მან 3 ტიტული მოაპოვებინა “ბარსელონას”, მათ შორის, ლა ლიგის 2017-18 წლის ჩემპიონატის.

.

(29)

ბარსელონას მთავარ მწვრთნელს ვიდეო რეფერის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს

სტატიის ავტორი
-