Belive

ბარსელონას ნახევარმცველი სელტაში გადავიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანელი ნახევარმცველი, დენის სუარესი, კარიერას მშობლიურ გუნდში, "სელტაში" გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კატალონიის "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა განცხადება გამოაქვეყნა. "ბარსელონასა და სელტას შორის შეთანხმება შედგა. გალისიური კლუბი "ბარსელონას" 12.9 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსის სახით 3.1 მილიონი დაემატება. ბარსელონა დენის სუარესს დიდ მადლობას უხდის და მას მომავალში დიდ წარმატებას უსურვებს," აღნიშნულია განცხადებაში. 25 წლის დენის სუარესი "სელტას" აკადემიის აღზრდილია. 17 წლის ასაკში, იგი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, თუმცა ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. 2013 წელს იგი "ბარსელონამ" შეიძინა და ჯერ "სევილიაში," შემდეგ კი "ვილიარეალში" გაანათხოვრა. იგი "ბარსას" ძირითად გუნდს 2016 წელს დაუბრუნდა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იგი ძალიან იშვიათად თამაშობდა. 2019 წლის იანვარში, სუარესი იჯარის წესით "არსენალში" გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო, მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ გამოჩნდა.  

სხვა სტატიები