Belive

ბარსელონას სერიოზული დანაკლისი ნაპოლისთან - 4 ფეხბურთელი, აქედან 2 ძირითადის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. დღის ცენტრალური მატჩი  ბარსელონაში შედგება, სადაც "ბარსელონა" იტალიურ "ნაპოლის" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაში გადაწყდება. "ბარსელონა" სერიოზულ გასაჭირშია, რადგან მათი ლაზარეთი და დანაკლისი საკმაოდ დიდია. კატალონიელებს დააკლდებათ გუნდის ცენტრი და ღერძი - სერხიო ბუსკეტსი, ასევე - არტურო ვიდალი, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი. ეს ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვთვალეთ, ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ, თუმცა ასევე მიკრო ტრავმები აწურებთ: ანტუან გრიზმანს და  კლემენტ ლენგლეს, მათი ბედი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები