Belive

ბარსელონას ფეხბურთელი კარიერას რუსეთში გააგრძელებს?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მალკომმა, კარიერა, შესაძლოა, რუსეთში გააგრძელოს. 22 წლის ბრაზილიელის შემდეგი კლუბი, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" გახდება. პეტერბურგული და კატალონიური კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და დიდია იმის შანსი, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ და მალკომი "ზენიტის" მოთამაშე გახდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალკომით დორტმუნდის "ბორუსია", "ევერტონი" და "არსენალი" ინტერესდებიან. "ბარსელონა" მალკომში 50 მილიონ ევროს ითხოვს. მალკომი "ბარსელონაში" 2018 წლიდან თამაშობს. ესპანურ გრანდში ის "ბორდოდან" გადავიდა. ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელ შემტევს ცოტა სათამაშო დროს აძლევს. გასულ სეზონში მალკომმა მხოლოდ 24 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები