Belive

ბარსელონას ფეხბურთელი ზიდანის დაბრუნებაზე უარყოფით კომენტარს აკეთებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი 3-წლიანი ჩემპიონობის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპიდან ყველასათვის მოულოდნელად გამოვარდა, მათი მეტოქე ამსტერდამის "აიაქსი" გახლდათ, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 1:2 იმარჯვეს, თუმცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდელები 1:4 დამარცხდნენ. კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა ხორდი ალბამ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთელის პოსტზე ზინეზინ ზიდანის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ზიდანის დაბრუნება ნორმალური საქციელი არ გახლდათ. "ზიდანის დაბრუნებით გაოცებული ვარ. ეს არ არის ნორმალური, როდესაც მწვრთნელი პოსტს ტოვებს და 9 თვეში უკან ბრუნდება" - განაცხადა ხორდი ალბამ. შეგახსენებთ, 9-თვიანი პაუზის შემდეგ ზიზუს ხელმძღვანელობით "რეალი", შაბათს, 16 მარტს, "სელტას" წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები