Belive

ბარსელონას ფერან ტორესის ნაცვლად ხვიჩა კვარაცხელია ურჩიეს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფეხბურთო ვებ-გვერდმა totalfootballanalysis.com-მა "ბარსელონას" ფერან ტორესის ტრანსფერის ნაცვლად, ის 4 ფეხბურთელი ურჩია, რომლის დამატებაც იანვარში შეეძლება, ერთ-ერთი მათგანი კი საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარცხელიაა.
"ამ სიაში, ალბათ, ყველაზე მხიარული მოთამაშე ყაზანის "რუბინის" 20 წლის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. ის თავდაპირველად, მშობლიურ საქართველოში "დინამო თბილისის" ახალგაზრდული სისტემიდან გახდა ცნობილი და 2019 წელს მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის შემდეგ, 2019 წელს, საბოლოოდ, ყაზანის "რუბინში" უფასო ტრანსფერით გადავიდა. რუსული კლუბი დიდ მოგებას მიიღებს, როდესაც ის საბოლოოდ წავა. ხვიჩას საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი აქვს გატანილი. ის 183 სმ სიმაღლისა და კომფორტულად შეუძლია ორივე ფეხის გამოყენება. მას შეტევის მარცხენა მხარეს თამაში უყვარს და არის დინამიური და საშიში ბურთის მტარებელი. ამ სეზონში, მან რუსეთის ჩემპიონატში 1081 წუთი ითამაშა და ამ დროში, 90 წუთში საშუალოდ დაუჯერებელი 12.43 დრიბლინგს ასრულებდა. პროდუქტიულობის კოეფიციენტით იგი საშუალოდ 47.65% აქვს და ასევე საშუალოდ 2.33 გრძელ გადაცემას ასრულებს. არ არის ნაყოფიერი გოლის გატანის კუთხით და ის ამჟამად საშუალოდ მხოლოდ 0.08 გოლს იტანს, თუმცა, სავარაუდოა, რომ იგი ამ კომპონენტში გაუმჯობესდება. ხვიჩას ბოლო ორ სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურად უკავშირებენ პრემიერ ლიგაში გადასვლას და ეს არის მოქმედება, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან ლოგიკურია მფრინავი ქართველი შემტევისთვის", - წერს totalfootballanalysis.com-ი.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას აქტივში ყაზანის “რუბინის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 1 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, კვარაცხელიამ ეროვნული გუნდის მაისურით 2021 წელს 7 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის თანაბომბარდირი გახდა.

სხვა სტატიები