Belive

ბარსელონას პრემიერლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი შესაძლოა "ბარსელონაში" გადაბარგდეს. ინფორმაციას ესპანური sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის რამდენიმე ახლობელი ბოლო თვეების განმავლობაში საცხოვრებლად კატალონიის დედაქალაქში გადავიდა. ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაბონელი ფორვარდის მიმართ ინტერესი გამოავლინა, თუმცა "მეთოფეებისგან" უარი მიიღეს. 28 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში 2018 წლის ზამთარში, დორტმუნდის "ბორუსიადან" 63.75 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში, ობამეიანგის ანგარიშზე 32 მატჩში 20 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები