Belive

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ კლუბი ვერ გასწვდება მესის ახლანდელი ხელფასის გადახდას

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ემილი რუსო არ აპირებს, რომ "ბარსას" კაპიტანს ამჟამინდელი ხელფასი გადაუხადოს. კანდიდატი არგენტინელს ახალ პროექტს შესთავაზებს, რომლის გამოც მესი დათანხმდება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელიც ხოსეპ მარია ბართომეუს პერიოდში ვიც-პრეზიდენტი იყო, მესისთან დაკავშირებით თავისი გეგმები გაახმოვანა.
"ჩვენ თვალსაჩინო უპირატესობა გვაქვს, სწორედ ჩვენს გუნდშია ხოსეპ მარია მინგელა, მან მოიყვანა მესი "ბარსელონაში", როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო". "მე ლეოს თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი: "შენი ხელფასი ჩვენთვის მიუწვდომელია, კლუბს არ შეუძლია ამდენის გადახდა. ახლა კი ნება მომეცი, ჩვენი ახალი სპორტული პროექტი გაგაცნო. ვაპირებთ, რომ გუნდმა შენ გარშემო ახალგაზრდა ტალანტები შეკრიბოს". ზაფხულში მისი წავლის სურვილი ფულთან არ იყო დაკავშირებული. საქმე ის იყო, რომ არ არსებობდა სპორტული პროექტი".
"ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს ჩატარდება. ზაფხულში მესის შეძენის სურვილი "სიტიმ" და "პსჟ"-მ გამოთქვეს, თუმცა არგენტინელმა  გადაწყვიტა დაესრულებინა კონტრაქტი, რომლის ვადაც 2021 წლის ზაფხულში იწურება.

სხვა სტატიები