Belive

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა მესის მომავალზე ისაუბრა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ თქვა, რომ კატალონიელთა კაპიტანი ლიონელ მესი გუნდში დარჩება და კლუბი ღირსეული ხელშეკრულების წინადადების მომზადებაზე იმუშავებს. "მესი ახლა სრულად არის ორიენტირებული "ატლეტიკოს" გადასწრებაზე და  ჩემპიონთა ლიგაში "პარი სენ-ჟერმენის" დამარცხებაზე. არ ვიცი ითამაშებს თუ არა სუპერთასის ფინალში, მაგრამ ის აუცილებლად იქნება სათადარიგოთა სკამზე. მნიშვნელოვანია, რომ ლეო თანაგუნდელებს ამხნევებს. მას უფრო და უფრო ბედნიერს ვხედავ, ის კლუბში გატარებული დროით ტკბება. მე ვიცი, რომ მას სურს დარჩენა და ის ამ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდში დარჩეს", - თქვა ესპანელმა საფეხბურთო ფუნქციონერმა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კატალონიური გრანდის საპრეზიდენტო და გამგეობის არჩევნები გადაიდო და ის 24 იანვრის ნაცვლად 7 მარტს ჩაინიშნა. ჟოან ლაპორტამ კანდიდატურის სარეგისტრაციო პერიოდში ყველაზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა (10 257), მას ორი კონკურენტი ეყოლება: ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. არგენტინელ სუპერვარსკვლავს ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და საგოლე გადაცემა გაკეთებული. 6 ოქროს ბურთის მფლობელი თავდამსხმელის კონტრაქტი "ბლაუგრანასთან" მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურება.

სხვა სტატიები