ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატს გუნდში გვარდიოლას დაბრუნება სურს

კატალონიური გრანდის პრეზიდენტობის კანდიდატს – ვიქტორ ფონტს, გუნდში პეპ გვარდიოლას დაბრუნებას სურს. აღნიშნულ ინფორმაციას eurosport.co.uk ავრცელებს.

მოქმედი კონტრაქტის თანახმად, გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის დეკემბრამდე იკავებს – თუმცა ვიქტორ ფონტი იმედოვნებს, რომ მის გადაბირებას შეძლებს.

გუნდს ჰყავდა პროფესიონალები – პეპ გვარდიოლა, ხავი, ინიესტა, პუიოლი. ისინი ბარსელონას გულშემატკივრები არიან, ადამიანები, რომლებსაც ბარსელონა უყვართ. თითოეული მათგანი გუნდის ლეგენდაა, მაგრამ ისინი გუნდში არ მუშაობენ. ჩვენი ამოცანაა, დავაბრუნოთ ისინი გუნდში და დავარწმუნოთ, რომ დიდი, კონკურენტუნარიანი პროექტის ნაწილნი გახდებიან,” – განაცხადა ფონტიმ.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-12 წლებში იკავებდა. გვარდიოლას მეთაურობით, “ბარსელონა” ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – სამჯერ კი ესპანეთის ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

(42)

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატს გუნდში გვარდიოლას დაბრუნება სურს

სტატიის ავტორი
-