Belive

ბარსელონას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი: "ეს ბინძური ომია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსო, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა. თავდაპირველად  გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. "დღეს ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ არ შეგვეძლო შევგუებოდით ბინძურ ომს და გვირჩევნია განზე გავდგეთ. ჩვენი ეკონომიკური და სპორტული იდეები კლუბის განვითარებისთვის საუკეთესო იყო", - ციტირებს Marca რუსოს სიტყვებს. მანამდე ავგუსტი ბენედიტომ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ამრიგად, დარჩა სამი კანდიდატი: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. 2020 წლის შემოდგომაზე ხოსეპ მარია ბართომეუმ "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი მას მერე დატოვა, რაც იგი ბოლო წლების წარუმატებელი შედეგების და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მიერ კლუბიდან წასვლის სურვილის გამოთქმის შემდეგ მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა

სხვა სტატიები