Belive

ბარსელონას პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 4 კანდიდატის სახელი გამოაქვეყნა, რომელმაც კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მოახერხეს. კატალონიური გრანდის პრეზიდენტობისთვის ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილ რუსო იბრძოლებენ. მათ შორის ყველაზე მეტი ხელმოწერის შეგროვება კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟოან ლაპორტამ შეძლო, რომელმაც კონკურენტებს საგრძნობლად გაასწრო და 10 257 ხმა მოაგროვა. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა: 4710, 2821 და 2501 ხელმოწერა შეაგროვა. ლაპორტა "ბლაუგრანას" 2003-10 წლებში ხელმძღვანელობდა. "ბარსას" პრეზიდენტობის სურვილი კიდევ 5 კანდიდატს ჟორდი ფარერის, ხავიერ ვილახოანას, ლუის ფერნანდეს ალას, პერე რიერასა და აუგუსტი ბენედიტოს ჰქონდა, თუმცა მათ ხელმოწერათა საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ მოახერხეს.

სხვა სტატიები