Belive

ბარსელონას პრიორიტეტი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Marca-ს ინფორმაციით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას "ბარსელონას" პრიორიტეტი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შენარჩუნებაა. ამ მიზნით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელები გერმანელი მეკარისთვის ზაფხულამდე ახალი კონტრაქტის გაფორმებას ჩქარობენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან იმართება, თუმცა ბევრი დეტალი ჯერაც შესათანხმებელია. ამჟამინდელი კონტრაქტი ძალაში კიდევ 2 წლით არის, მაგრამ "ბარსას" სურს გოლკიპერი სულ მცირე 2025 წლამდე შეინარჩუნოს. იმ დროისთვის ტერ შტეგენი 33 წლის იქნება. როგორც ტერ შტეგენი, ისე მისი ოჯახი ბარსელონაში თავს ბედნიერად გრძნობს და კატალონიის დედაქალაქში დარჩენაზე პრეტენზია არ აქვთ. თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, რომელიც "ბარსაში" 2014 წლიდან ირიცხება, 244 შეხვედრიდან 94-ში კარი მშრალად აქვს შენახული.

სხვა სტატიები