Belive

ბარსელონას ქალთა გუნდის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ქალთა გუნდი პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. "ბარსელონას" ქალთა გუნდმა მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა და უკლებლივ ყველა მოიგო, ამასთან, გუნდს გატანილი/გაშვებული ბურთების საოცარი შეფარდება აქვს - 73 გატანილი გოლი და მხოლოდ 3 გაშვებული. დღეს გამართულ "ელ კლასიკოში" "ბარსელონას" ქალთა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. კატალონიელები შეხვედრას 4:0 იგებდნენ, მაქსიმუმი რისი გაკეთებაც "რეალის" ქალთა გუნდმა შეძლო 81-ე წუთზე 1 გოლის გაქვითვა იყო. 13 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბარსა"  მაქსიმალური ქულათა რაოდენობით (39) სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარს, "ლევანტეს" ქალთა გუნდს 5 ქულით უსწრებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ კატალონიელებს "ლევანტეზე" 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ლუის კორტესის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ბრწყინვალე თამაშსაც აჩვენებს.  

სხვა სტატიები