Belive

ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი: ,,მესი ხვდება, რომ პსჟ-ში გადასვლით შეცდომა დაუშვა''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ლობო კარასკომ, ლეო მესის ,,პარი სენ ჟერმენში'' გადასვლაზე ისაუბრა:
,,მესის ყოველთვის მოენატრება ცხოვრების ის წესი, რაც ბარსელონაში ჰქონდა. თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, მაშინ გუნდში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს, მაგრამ თუ პარიზელები ტიტულს ვერ მოიპოვებენ, მათთვის ეს წელი ზედმეტად გაიწელება. არ ვფიქრობ, რომ სპორტული თვალსაზრისით ლეო საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობდეს, მაგრამ ადამიანურ დონეზე ის ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა,'' - კარასკოს სიტყვებს Globo Esporte ციტირებს.
მესი ,,ბარსელონადან'' ,,პსჟ-ში'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები