Belive

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტი მთავრობისგან 29 მილიონს ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, სანდრო როსელი, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ესპანეთის მთავრობას უჩივის და დიდი კომპენსაციის მიღებას გეგმავს. ფულის გათეთრების ბრალდებით, სანდრო როსელმა ესპანეთის ციხეში 2 წელი გაატარა, თუმცა შემდეგ, ბრალი მოეხსნა და საპატიმრო დატოვა. ესპანური Mundo Deportivo-ს მიხედვით, როსელი მოსამართლისგან, პოლიისგან და პროკურატურისგან კომპენსაციის სახით ზუსტად 29,754,465 მილიონ ევროს ითხოვს. როსელის განცხადებით, ციხეში ყოფნის გამო, მისმა ბიზნესმა 28,062,950 ევროთი იზარალა. მისივე თქმით, კომპენსაციის დარჩენილ წილს დაზიანებული რეპუტაცია (405,000 ევრო), ფსიქოლოგიური ზიანი (200,000 ევრო) და ემოციური ზიანი (320,000 ევრო) შეადგენს. სანდრო როსელი "ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტს 2010-დან 2014 წლამდე იკავებდა. ფულის გათეთრების ბრალდება კი მას ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის შეძენის შემდეგ წაუყენეს.

სხვა სტატიები