Belive

ბარსელონას რადარზე იუვენტუსის ფეხბურთელი გამოჩნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაც უფრო ახლოვდება სატრანსფერო პერიოდი, უცხოურ მედიაში მით უფრო მეტი საინტერესო ცვლილების შესახებ იწერება. Goal.com იუწყება, რომ კატალონიის "ბარსელონა" ტურინის "იუვენტუსთან" მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, ამის მთავარი მიზეზი კი ფედერიკო ბერნარდესკია. კატალონიური კლუბი გეგმავს, რომ იტალიელებს ბერნარდესკის სანაცვლოდ თანხის მაგიერ 2 ფეხბურთელი შესთავაზონ, თუ ვინ იქნება "ბარსას" მიერ გაშვების კანდიდატი უცნობია. თავად ტურინელებს საკმაოდ ამბიციური მოთხოვნა აქვთ, ისინი ბერნარდესკის სანაცვლოდ სამუელ უმტიტისა და ივან რაკიტიჩის ტრანსფერს ითხოვენ. ფედერიკო ბერნარდესკი ტურინელებს 2017 წელს შეუერთდა, დღემდე მან მოედანზე 94 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 9 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.

სხვა სტატიები